სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა, მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება

17:41, 24.04.2025

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

მსგავსი