სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

თბილისში 24 თებერვლამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა იყოს მცირე წვიმა. 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.