სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.