დღეს საღამოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს

19:06, 01.06.2026

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან – ძლიერი.

ასევე, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი