სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-3 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-3 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-3 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა წვიმამ, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.