სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

16:30, 18.07.2026

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

„18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი