სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი იქნება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 15-16 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით.

„16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.