სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილს შიდა ქართლში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა, ქვეყნის მთიან რაიონებში კი -6 გრადუსამდე
გარემოს ეროვნული სააგენტო 13 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
„13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე.
უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.