სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

14:31, 31.08.2026

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ცნობით, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი