სინოპტიკოსების განმარტებით, ცის ყვითელი ფერი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება [ფოტო]
სინოპტიკოსების განმარტებით, ცის ყვითელი ფერი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება [ფოტო]

საქართველოში ცის ყვითელი ფერი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

„ცა რომ ყვითელია, ეს გასაკვირი არ არის. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გადმოტანა ხდება, რომელშიც არის სილა და შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს ყვითლად. ეს არის მტვრიანი წვიმა. დღეს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმას ველოდებით. ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და საღამოს, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს” – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

ფოტო: სვანეთი

სვანეთი