სინოპტიკოსების ცნობით, 6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.