30 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო, ქარიანი ამინდი იქნება, აღმოსავლეთის ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი

11:41, 26.01.2026

30 იანვარამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -5, დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი