13 აპრილის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 14-15 აპრილს კი დროგამოშვებით წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
13 აპრილის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 14-15 აპრილს კი დროგამოშვებით წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.