სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც იწვიმებს.

„8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.