სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდს, 12 თებერვლიდან კი ცივი ჰაერის ნაკადის შემოჭრას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდს, 12 თებერვლიდან კი ცივი ჰაერის ნაკადის შემოჭრას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში +4 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 12 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი კვლავ გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ძირითადად თოვლის სახით.

„დღეისათვის საქართველოს ამინდს კვლავ განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ამიტომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მათ შორის თბილისში. იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ბარში და დაბლობში იქნება ერთი გრადუსი ყინვა, ოთხი გრადუსი სითბო. ხოლო მთაში ღამით 15-20 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 7-12 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში ველოდებით ძლიერ ყინვას.

11 თებერვალს კვლავ შენარჩუნდება ცივი ჰაერის მასების გავრცელება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ამინდის გაუარესებას ველოდებით 12 თებერვლიდან. დასავლეთ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის ნაკადი შემოიჭრება, იქნება ნალექი, უმეტეს რაიონში თოვლის სახით“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

დატოვე კომენტარი