სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 აპრილის დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება მოახდინოს.