სინოპტიკოსები შავი ზღვის სანაპიროზე, მთიან რეგიონებში და კახეთის ტერიტორიაზე დღეს ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ

11:58, 12.09.2023

12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარეკახეთის) ტერიტორიაზე, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი