სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს წვიმას, ზოგან სეტყვას და ქარს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს წვიმას, ზოგან სეტყვას და ქარს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 აგვისტოს, ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.