სინოპტიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 5 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19, ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.