სინოპტიკოსები მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ
სინოპტიკოსები მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ

საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 20-დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ნავარაუდევია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.