სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას 4 ივლისამდე ვარაუდობენ
სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას 4 ივლისამდე ვარაუდობენ

საქართველოში მაღალი ტემპერატურა 4 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.

როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა, მაია ქააძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 40-43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, დაბლობსა და მთაში 30-35 გრადუსის ფარგლებში.

რაც შეეხება, დედაქალაქს დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსი დაფიქსირდა. მომდევნო დღეებში კი, 38-40 გრადუსია მოსალოდნელი.

მაია ქააძის თქმით, 4 ივლისის შემდეგ არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.