სინოპტიკოსები დღეს მცირე ნალექს, ხვალიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები დღეს მცირე ნალექს, ხვალიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი.

„17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი. ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში, გასულ დღესთან შედარებით, ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი“, – განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.

მისივე ცნობით, ხვალ, 18 თებერვალს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს, 19 თებერვლიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.