სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ

09:40, 28.06.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება.

დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 39 და 41 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 და 41 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში კი, ჰაერის ტემპერატურა 37 და 39 გრადუსზე დაფიქსირდება.

მსგავსი