სინოპტიკოსები 29-30 ივნისს საქართველოში წვიმას და სეტყვას პროგნოზირებენ

14:10, 28.06.2021

29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მსგავსი