სინოპტიკოსები 15-დან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები 15-დან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 15-დან 20 იანვრამდე პერიოდში, დღისით დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, 17 იანვრიდან კი ყინვა შესუსტდება და დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.