სინოპტიკოსები 15-17 თებერვალს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები 15-17 თებერვალს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების ცნობით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს, შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.