სინოპტიკოსები 11 მაისამდე საქართველოში წვიმას, ასევე სეტყვასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

13:23, 08.05.2020

საქართველოში დღეს დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე სამ-ოთხ ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში კი, შესაძლოა, თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მსგავსი