„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო
„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

18 წლის ზემოთ მოქალაქეების „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან  დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

ამ დროისთვის „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართება სხდომა, რომელზეც „სინოფარმთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.