სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა და „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი სინგაპურში 4 427-მდე გაიზარდა.
სულ გარდაცვლილია 10 ადამიანი.
ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქალაქში მომუშავე უცხოელები არიან.
„ბიბისის“ ცნობით, სინგაპურში მშენებლობაზე 300 ათასამდე მიგრანტი მუშაობს, ძირითადად სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან. ისინი დიდ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად გადავსებულია და, სადაც სოციალური დისტანცირების წესების დაცვა რთულია.