სიმონა ჰალეპი როლან გაროსის ჩემპიონია
სიმონა ჰალეპი როლან გაროსის ჩემპიონია

როლან გაროსის ქალთა ტურნირის ჩემპიონი რუმინელი სიმონა ჰალეპი გახდა. მან 2 საათსა და ოთხ წუთში დაამარცხა ამერიკელი სლოან სტივენსი – 3:6, 6:4, 6:1.

პირველ სეტში ჩოგბურთელები კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე. მათ თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ და ამერიკელმა შეძლო შანსის გამოყენება, რუმინელმა – ვერა.

მეორე სეტის სტარტზე ჰალეპს კრიტიკული მომენტი ჰქონდა – სტივენსი ბრეიკით დაწინაურდა. სიმონამ მეოთხე გეიმიდან შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ორი ბრეიკი აიღო. სტივენსმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეათე გეიმში ჰალეპმა მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

მესამე სეტში ბრძოლა არ ყოფილა. რუმინელმა სტარტზე ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და ცოტა ხანში კარიერაში პირველად, „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო .