სიმონ ნოზაძე - არ მგონია, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული
სიმონ ნოზაძე - არ მგონია, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელოდება.

კითხვაზე მოუწევს თუ არა დეპუტატების ნაწილს უმრავლესობის დატოვება, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

„არ მგონია, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული. მე არც ჩემს პოზიციას ვმალავ. ჩემი პოზიცია ისეთია, როგორიც ხაშურელი ამომრჩევლის პოზიცია. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ბევრ კითხვას ბადებს, საზოგადოებრივ აზრს ყველამ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თვითონ მოსამართლეებმაც. უმრავლესობის ამ დიდ შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩემი პირველი დასწრებაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სამომავლო გეგმებზე მსჯელობაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება – რა უნდა გაკეთდეს 2018 წელს, რომ პარტია გაცილებით გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს“, – განაცხადა სომონ ნოზაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე გამორიცხავს თუ არა უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვას, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ შეცდომა შეიძლება, ყველამ დაუშვას.

„შეცდომის უფლება ყველას გვაქვს. გააჩნია მათი, მათ შორის ეკა ბესელიას პოზიცია როგორი იქნება. რამდენჯერაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე გარიცხვა არ შეიძლება. გუნდი იმიტომ არის, რომ გუნდის შიგნით იქნება მსჯელკბა და განსხვავებული აზრიც იქნება“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.