სიმონ ჰალეპი „ინდიან უელსში“ ვერ ითამაშებს
სიმონ ჰალეპი „ინდიან უელსში“ ვერ ითამაშებს

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონ ჰალეპმა, რომელიც WTA-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, „ინდიან უელსის“ უმაღლესი კატეგორიის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა.

ჰალეპმა ეს გადაწყვეტილება აქილევსის მყესის ტრავმის გამო მიიღო.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ შევძლებ, ამ ტურნირში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ფეხის ტრავმა, რომელიც დუბაის ტურნირზე მივიღე, ჯერ ისევ მიქმნის პრობლემებს და ვერ მოვასწრებ „ინდიან უელსის“ სტარტისთვის აღდგენას“, – ვკითხუოლობთ ჩოგბურთელის სიტყვებს ტურნირის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

სიმონ ჰალეპს „ინდიან უელსის“ ტურნირი 2015 წელს აქვს მოგებული. მაშინ, მან ფინალში სერბი ელენა იანკოვიჩი დაამარცხა.