საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით „შენ მარტო არ ხარ“ წარდგება - სიმღერის რადიოპრემიერა გადაცემა „პიკის საათში“ გაიმართა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას სიმღერის რადიოპრემიერა საქართველოს რადიოს გადაცემაში „პიკის საათი“ გაიმართა.

სანდრა გადელიას სიმღერაზე კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის ტექსტი კი, თემო საჯაიას ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა You are not alone („შენ მარტო არ ხარ“).

2020 წლის საბავშვო ევროვიზია 29 ნოემბერს ვარშავაში გაიმართება. ევროფესტივალში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, მონაწილეები კი საკონკურსო სიმღერას საკუთარი ქვეყნის სტუდიებში შეასრულებენ.

დატოვე კომენტარი