სიმეონეს ჰეთთრიკმა „ნაპოლი“ გაანადგურა
სიმეონეს ჰეთთრიკმა „ნაპოლი“ გაანადგურა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შემდეგ, ლიდერ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხ ქულამდე გაიზარდა.

„იუვენტუსმა“ შაბათს სტუმრად შეძლო „ინტერის“ დამარცხება, „ნაპოლი“ კი კვირას ფლორენციაში განადგურდა „ფიორენტინასთან“ – 0:3.

სტუმრები უკვე მეექვსე წუთზე ათი ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე – პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო კალიდუ კულიბალიმ. ამით „ფიორენტინამ“ კარგად ისარგებლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. სამივე მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟის – ჯოვანი სიმეონეს ანგარიშზეა.

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.