„სიმენსმა“ „გაზპრომს“კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის შეკეთებას, მოვლასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს
კომპანია „სიმენსმა“ რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის შეკეთებას, მოვლასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ახლა, იმისათვის, რომ „სიმენსმა“ ტურბინა რუსეთში შეიტანოს, „გაზპრომმა“ უნდა შეცვალოს დანადგარის მიწოდების საფუძველი კანადიდან რუსეთის ფედერაციაში საბოლოო დანიშნულებამდე. თუ მხარეები წარმატებით გაცვლიან დოკუმენტებს, დანადგარის ტრანსპორტირება შესაძლოა, უახლოეს დღეებში განხორციელდეს.
ტურბინის დაბრუნებაზე კანადის თავდაპირველი უარის გამო, „გაზპრომმა“ 14 ივნისს „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით გაზის გადაქაჩვის შემცირების შესახებ განაცხადა. თავდაპირველად, მიწოდება დაეცა 167 მილიონიდან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში, ხოლო 16 ივნისს 67 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში, მილსადენის ნომინალური სიმძლავრის 40 პროცენტამდე. კომპანიის გადაწყვეტილებამ ევროპის გაზის ბაზარზე შეშფოთება გამოიწვია.
ევროპის ქვეყნებს არ სჯერათ, რომ ტურბინის რაოდენობის სიმცირემ მიწოდების შემცირება გამოიწვია და მოსკოვს გაზის მიწოდების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ. რუსეთისთვის ტურბინის მიწოდებას უკრაინის ხელისუფლება ეწინააღმდეგება.