სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები 28 ოჯახს გადაეცემა
სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები 28 ოჯახს გადაეცემა

სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები 28 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან, რათა ბინების დაკანონება მოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები დადიანის N2-ში გადაეცემა 14 ოჯახს, თენგიზ სტურუას N29-ში 9 ოჯახს, ქიზიყის ქუჩის N23-ში 3 ოჯახს, მუხიანის დასახლებაში ორ ოჯახს, რუსთაველის ქუჩა N45-ში ერთ ოჯახს და გრიგოლ ლორთქიფანიძის N 22-ში ერთ ოჯახს.