სილვიო ბერლუსკონიმ პარტია „წინ, იტალიას“ შემდეგ ლიდერად ანტონიო ტაიანი დაასახელა
სილვიო ბერლუსკონიმ პარტია „წინ, იტალიას“ შემდეგ ლიდერად ანტონიო ტაიანი დაასახელა

სილვიო ბერლუსკონიმ პარტია „წინ, იტალიას“ შემდეგ ლიდერად ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანი დაასახელა.

„პარტიის თავმჯდომარემ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან პარტიის განახლების გზები შეათანხმა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ანტონიო ტაიანი ჩაიბარებს“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„წინ, იტალია“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ იტალიის სამთავრობო კოალიციის შემადგენლობაში არიან.

ანტონიო ტაიანიმ სილვიო ბერლუსკონის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „წინ, იტალიას“ საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელად საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი დაინიშნა.