სილვია შტიობერი -  საქართველოსა და გერმანიაში შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ნეონაცისტური ჯგუფების მიმართ სიმპატიები აქვთ და აფინანსებენ
სილვია შტიობერი -  საქართველოსა და გერმანიაში შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ნეონაცისტური ჯგუფების მიმართ სიმპატიები აქვთ და აფინანსებენ

საქართველოსა და გერმანიაში შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ნეონაცისტური მიმართულების მცირე ჯგუფების მიმართ სიმპატიები აქვთ და მათ აფინანსებენ, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„გერმანიაში არსებობს ძალიან ბევრი მდიდარი ბიზნესმენი, რომლებიც მათ სიამოვნებით აფინანსებენ. მათ შორის, შვეიცარიაში არსებობს ფონდები, მაგრამ დანიშნულების მიზანი მითითებული არ არის და იმის დამტკიცება ძალიან რთულია, რომ თანხები მაგალითად, AfD-სთვის იყო გამოყოფილი. ასეთი პოლიტიკური პარტიების, თუ ჯგუფების საქმიანობა ერთგვარად კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ არის გასული და მათი გაკონტროლება ძალიან რთულია“, – განაცხადა შტიობერმა

მისი თქმით, ნეონაცისტური მიმართულების მცირე ჯგუფების დაფინანსების საკითხი გერმანიაშიც პრობლემაა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი მოძრაობის ე.წ Pegida -ს დაფინანსების წყაროს მოძიება და ამის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ძალიან რთულია.

ეუთო-ც კი ამბობს, რომ გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობა საკმარისი არ არის, რადგან შესაძლოა, არსებობდეს მცირე შეწირულობები და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, პრეზუმფცია, თუ საიდან მოდის დაფინანსება, რა დგას ამის უკან, გერმანიაში თანხების შედინება კონკრეტულად როგორ ხდება და როგორ ხდება AfD-სა და „Pegida“-ს მხარდაჭერა, ეს ვერ მტკიცდება და ვერ დასტურდება“, – განაცხადა შტიობერმა.

ამ განცხადებით სილვია შტიობერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა გერმანიაში პრობლემა ასეთი ჯგუფების დაფინანსების საკითხი, რადგან საქართველოს რეალობაში ეს საკითხი მუდმივად პრობლემაა და ყველა ცდილობს, გაარკვიოს, ასეთი ჯგუფები ხელისუფლებისგან ან რუსეთისგან ხომ არ ფინანსდებიან.