„სილქნეტი“ - ახალი პაკეტები მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება
„სილქნეტი“ - ახალი პაკეტები მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება

მომსახურებაზე შეცვლილ ტარიფებთან დაკავშირებით „სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პაკეტები მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება.

„მარტიდან შეიცვლება ფასები „სილქნეტის“ პაკეტებზე. კომპანია თავის მოხმარებელს შესთავაზებს, არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პაკეტებს. ეს ცვლილება გავრცელდება როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური ქსელის მომხმარებლებზე. გაუჯობესება გულისხმობს უფრო მეტი ინტერნეტის, „ესემესების“, ულიმიტო ზარებისა და სატელევიზიო არხების დამატებას. ახალი პაკეტები იქნება უფრო მომგებიანი, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით მეტ მომსახურებას შეცვლილი ფასების პირობებში.

ამასთან ერთად, „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტებისთვის შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი – „სილქ პლიუსი“, რომელიც სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვას ითვალისწინებს.

მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიზნით, „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა როგორც ქსელის გაუმჯობესების, ასევე კონტენტის მრავალფეროვნების მხრივ, რაც ემსახურება აბონენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.