სიგუა „დინამო თბილისს“ მალტაზე არ გაჰყვა - მას „ბაზელში“ ელოდებიან #1TVSPORT
გაბრიელ სიგუა არ ახლავს „დინამო თბილისს“ მალტაზე, სადაც საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად გაემგზავრა.
„დინამო“ მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით 21-კაციანი შემადგენლობით ჩაფრნიდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სიაში არ არის 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომლის მომავალსაც შვეიცარიულ „ბაზელს“ უკავშირებენ.
„ჯეო თიმის“ ცნობით, გაბრიელ სიგუას შვეიცარიაში 24 ივლისს ელოდნენ, სადაც „ბაზელში“ ჩაირიცხებოდა. სიგუა მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახა, ითამაშა ევრო 2023-ზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპელთა ყურადღების ცენტრში მოექცა.
უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჰამრუნ სპარტანსსა“ და „დინამო თბილისს“ შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.