სიგუა „დინამო თბილისს“ მალტაზე არ გაჰყვა - მას „ბაზელში“ ელოდებიან #1TVSPORT
სიგუა „დინამო თბილისს“ მალტაზე არ გაჰყვა - მას „ბაზელში“ ელოდებიან #1TVSPORT

გაბრიელ სიგუა არ ახლავს „დინამო თბილისს“ მალტაზე, სადაც საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად გაემგზავრა.

„დინამო“ მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით 21-კაციანი შემადგენლობით ჩაფრნიდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სიაში არ არის 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომლის მომავალსაც შვეიცარიულ „ბაზელს“ უკავშირებენ.

​„ჯეო თიმის“ ცნობით, გაბრიელ სიგუას შვეიცარიაში 24 ივლისს ელოდნენ, სადაც „ბაზელში“ ჩაირიცხებოდა. სიგუა მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახა, ითამაშა ევრო 2023-ზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპელთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჰამრუნ სპარტანსსა“ და „დინამო თბილისს“ შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.