Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება
Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება

Signify (Philips)-ი მზადაა, საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმაროს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ რონდოლატის შეხვედრისას აღინიშნა, საუბარია ქუჩებისა და ძეგლების ენერგოეფექტურ განათებაზე, რაც პირველ ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზე, რაც მათ შორის ორგანული წარმოების განვითარებას გულისხმობს. ასევე, განიხილეს „ფილიპსის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ორგანული წარმოების ხელშეწყობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია  და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.