სიღნაღში სეტყვა მოვიდა [ვიდეო]

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.

სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის განცხადებით, ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში კი, საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ სეტყვამ დააზარალა სოფლები გიორგიწმინდა, ხაშმი და უჯარმა.