სიღნაღში ხუთი სამუსიკო სკოლის პედაგოგები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
სიღნაღში ხუთი სამუსიკო სკოლის პედაგოგები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხუთი სამუსიკო სკოლის პედაგოგები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, სიღნაღის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

პედაგოგები ამბობენ, რომ სიღნაღის მერის სამივლინებო ხარჯები 20 ათასი ლარით გაიზარდა, მათ კი ერთი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ.

სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი განმარტავს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა და დავალიანების გასასტუმრებლად აქტიურად მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მაისში კუთვნილი ხელფასი სამუსიკო სკოლის პედაგოგების გარდა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურისა და აიპის თანამშრომელს არ მიუღია, რაც ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი