სიღნაღში დაზიანებულ ისტორიული თაღს საღებავი და ნალესი ფენა მოაცილეს

12:42, 01.12.2018

სიღნაღის გალავნის თაღს ღია კრემისფრად შეღებილი და ნალესი ფენა მოაცილეს და ობიექტს დაუბრუნეს ის სახე, რომელიც წლების წინ ჰქონდა. სიღნაღის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის განმარტებით, სიღნაღის გალავნის ამ ნაწილს ბოლოს 60-70-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.

„მერიაში მიმდინარეობს საკითხის განხილვა, რომელიც მომავალი წლიდან პატარა და დიდი თაღის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. 2019 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ და ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება. ამ საკითხის განხილვაში აუცილებლად იქნება ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს რჩევებს და რეკომენდაციებს გავითალისწინებთ და უძველესი თაღების აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

სიღნაღში ისტორიული გალავნის თაღის თვითნებურად გადაღებვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამშენებლო კომპანია 12 ათასი ლარით დააჯარიმა.

მსგავსი