სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი პირი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულებს კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.