სიღნაღის სოფელ მაშნაარში სკოლა გაქურდეს
სიღნაღის სოფელ მაშნაარში სკოლა გაქურდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში სკოლა გაქურდეს.

ინფორმატიკის კაბინეტიდან წუხელ, გვიან ღამით ორი კომპიუტერი მოიპარეს. გატეხილია კაბინეტის კარის ბოქლომი და დაზიანებულია გისოსები.

როგორც სკოლაში აცხადებენ, ქურდობის ფაქტი დარაჯმა დილით დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.