სიღნაღის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლის.

გუშინ, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა წნორისა და ანაგის მოსახლეობა. სტიქიამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეულის კულტურები გაანადგურა.

დაზარალებული ფერმერები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ახლა ცდილობენ, ვაზი მომავალი წლისთვის გადაარჩინონ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა მოქმედებამ რეგიონი დიდ ზარალს გადაარჩინა.

მუნიციპალიტეტში ზარალის ოდენობის დადგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციონირების არაეფექტურობაზე საუბრობს და ხელისუფლებას დაზარებული მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს.