სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება.

ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ოჯახში 65 წლის მამაკაცსა და 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდათ და გაირკვა, რომ სოფელში ბევრთან ჰქონდათ კონტაქტი.

მათი ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ერთი თვის წინ აჭარაში იმყოფებოდა.

ინფიცირებული ცოლ-ქმარი თბილისში, კოვიდკლინიკაში არიან გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები სოფელ ერისიმედში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, „პისიარ“ ტესტით გამოიკვლევენ.

დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავა სოფლის საჯარო სკოლაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 74 შემთხვევაა გამოვლენილი. იზოლირებულია 55, თვითიზილაციაში კი 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კოვიდკლინიკაში მკურნალობას გადის 21 პაციენტი, ხოლო 43 გამოჯანმრთელდა.