სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი წნორის თავშესაფრის ბენეფიციარია. 70 წელს მიღწეული მამაკაცი უსიმპტომო პაციენტია.

„ჩატარებული კვლევის თანახმად, ვირუსი არ აქვს, თავშესაფარში მცხოვრებ არც ერთ პირს. ამ გარემოებების გამო, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ტესტი შეცდა და თავშესაფრის ბენეფიციარი, განმეორებითი კვლევისათვის, თბილისში გადაიყვანეს. ვირუსის სავარაუდო შემთხვევის დაფიქსირების გამო, წნორის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული“,- განაცხადა მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ილია დემეტრაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ორ ინფიცირებულს, ისინი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.